Thumbnail

ნახეთ: YBN Cordae-მ ბავშვობის ვიდეო გაავრცელა, რომელშიც რეჩიტატივს კითხულობს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

21 წლის ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქორდეი დანსთონიმ, ფსევდონიმით YBN Cordae, ინსტაგრამზე ბავშვობაში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც რეპავს.

► მოუსმინეთ: YBN Cordae სადებიუტო ალბომს The Lost Boy ავრცელებს

► ნახეთ: YBN Cordae-მ ფავორიტი რეპერები დაასახელა 

► ნახეთ: YBN Cordae-მ Funk Flex-თან ფრისტაილი წაიკითხა

"პატარა ქორდეი, ჯერ შენი მაქსიმუმისთვის არ მიგიღწევია, თუმცა, სწორ გზაზე დგახარ", - მიმართა საკუთარ თავს მუსიკოსმა.

ქორდეიმ მოღვაწეობა ფსევდონიმით Entendre დაიწყო და 2014-17 წლებში სამი მიქსტეიპი გაავრცელა. მან სახელი 2018 წელს ლეგენდარული კოლეგის, ემინემის ცნობილი კომპოზიციის My Name Is და ჯერმეინ ქოულის 2018 წლის ჩანაწერის “1985” რემიქსებით გაითქვა. 2019 წლის ივლისში გაყიდვაში ჩრდილოკაროლინელი რეპერის სადებიუტო ალბომი The Lost Boy ჩაეშვა. ახალგაზრდა მუსიკოსის განცხადებით, მის შემოქმედებაზე გავლენა ისეთმა არტისტებმა იქონიეს, როგორებიც არიან: J. Cole, Nas, Jay-Z, Kid Cudi, Kanye West, Eminem, Big L, Travis Scott და Kendrick Lamar. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული