Thumbnail

მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვორთი დაქორწინებიდან 8 თვის შემდეგ დაშორდნენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავი, მაილი საირუსი და მისი ქმარი, ავსტრალიელი მსახიობი, ლიამ ჰემსვორთი დაქორწინებიდან 8 თვის შემდეგ დაშორდნენ. ამის შესახებ მომღერლის წარმომადგენელმა გამოცემა People-ს განუცხადა:

► Miley Cyrus: ქალს მისი თანხმობის გარეშე არავინ უნდა შეეხოს

► მაილი საირუსი: შვილს არ გავაჩენ, რადგან დედამიწა გაბრაზებულია

"ლიამმა და მაილიმ ამ ეტაპზე დაშორება არჩიეს. მათი აზრით, უმჯობესი იქნება, თუ საკუთარ თავსა და კარიერაზე ფოკუსირდებიან".

მაილიმ და ლიამმა ერთმანეთი 2009 წელს, ფილმის The Last Song გადაღებებზე გაიცნეს. წყვილი 2016 წელს დაინიშნა, 2018 წელს კი საკუთარ სახლში, ოჯახურ გარემოში იქორწინეს. 

მაილი საირუსმა პოპულარობა დისნეის სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია Wrecking Ball ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვებისა და ჩარტების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული