Thumbnail

მოუსმინეთ: ელექტრონული დუეტის Cassius უკანასკნელი მიქსი გავრცელდა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანული რადიოსადგური BBC Radio 1 ფრანგული ელექტრონული დუეტის, Cassius-ის უკანასკნელ მიქსს ავრცელებს. ორსაათიან ჩანაწერზე მუშაობა პროექტის წევრის, ფილიპ ზდარის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დასრულდა. ნამუშევრის მოსმენა შეგიძლიათ აქ.

ფილიპ სერბონეში, ფსევდონიმით Philippe Zdar, 19 ივნისს პარიზში გარდაიცვალა. 52 წლის არტისტი შენობის მაღალი სართულიდან გადმოვარდა. ფილიპ ზდარი სხვადასხვა დროს ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან: Beastie Boys, Phoenix, Jay-Z, ქანიე ვესთი და სხვები.

Cassius ფილიპ ზდარმა და ბუმ ბასმა პარიზში 1989 წელს ჩამოაყალიბეს. 1999 წელს მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი 1999 გამოუშვეს. კოლექტივს განსაკუთრებული პოპულარობა 2010 წლის სინგლმა I Love You So მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული