Thumbnail

ლუიზიანელი ჰიპ ჰოპ არტისტი, კევინ ჯილიარდი, ფსევდონიმით Kevin Gates, ახალ კომპოზიციას Double Dutch ავრცელებს. სინგლი მუსიკოსის მომავალ, რიგით მეორე ალბომში I’m Him იქნება წარმოდგენილი, რომლის გამოცემის თარიღიც ამ ეტაპზე უცნობია.

► ნახეთ: Kevin Gates - Facts

► ნახეთ: Kevin Gates - Push It

კევინმა მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. თუმცა, ერთი წლის შემდეგ რეპერი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, რის გამოც 31-თვიანი შემოქმედებითი პაუზის აღება მოუწია. გეითსის სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Islah გაყიდვაში 2016 წელს ჩაეშვა. დღეისთვის არტისტის დისკოგრაფია ერთ, ორმაგი პლატინის სტატუსის მქონე ალბომს, თხუთმეტ ოფიციალურ მიქსტეიპსა და კომპილაციურ ნამუშევარს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული