Thumbnail

იუთუბზე პატიმრობაში მყოფი ფლორიდელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ჯემელ დემონსის, სასცენო სახელით YNW Melly, ახალი კომპოზიცია "223s" გავრცელდა. ჩანაწერში ახალგაზრდა მუსიკოსი 9lokkNine მონაწილეობს.

► 19 წლის რეპერი YNW Melly შესაძლოა, სიკვდილით დასაჯონ

► ნახეთ: პატიმრობაში მყოფი YNW Melly-ს ვიდეორგოლი City Girls გავრცელდა 

► ნახეთ: YNW Melly ვიდეორგოლს Mama Cry ავრცელებს

ახალგაზრდა რეპერმა ცოტა ხნის წინ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ახალი ალბომი Melly Vs Melvin დააანონსა. სტუდიური ჩანაწერის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

კრიმინალური წარსულის მქონე რეპერმა მუსიკალური კარიერა 2014 წელს დაიწყო. არტისტი ფართო საზოგადოებამ 2018 წლის სადებიუტო მიქსტეიპით I Am You გაიცნო. ნამუშევრის წამყვანმა კომპოზიციამ Murder On My Mind მსმენელის მოწონება მალევე დაიმსახურა. ტრეკმა ოქროს სტატუსიც მოიპოვა. ერთი წლის შემდეგ, მელიმ რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი We All Shine გაავრცელა, რომელშიც ლეგენდარული კოლეგის, ქანიე ვესთის მონაწილეობით შექმნილი ტრეკი Mixed Personalities შევიდა.  

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული