Thumbnail

ატლანტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ოდის ფლორესმა, ფსევდონიმით O.T. Genasis, საკუთარი კომპოზიციის Bae რემიქსი და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ტრეკის ალტერნატიულ ვერსიაში ოდისის პოპულარული კოლეგები: G-Eazy, Rich The Kid და E-40 მონაწილეობენ.

რეპერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2011 წელს დაიწყო და მას შემდეგ მსმენელს 4 ოფიციალური მიქსტეიპი შესთავაზა. კარიერის საწყის ეტაპზე მუსიკოსი 50 Cent-ის გაერთიანებაში G-Unit ირიცხებოდა, თუმცა, 2014 წლიდან ის ბასთა რაიმსის ლეიბლის Conglomerate წევრი გახდა. მისი პოპულარული კომპოზიციებია CoCo, Cut It და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული