Thumbnail

ნახეთ: 6LACK ვიდეორგოლს Seasons ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ატლანტელმა არენბი შემსრულებელმა, რიკარდო ვალდეს ვალენტინმა, ფსევდონიმით 6LACK, კომპოზიციაზე Seasons გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჩანაწერში ახალგაზრდა მუსიკოსი Khalid მონაწილეობს, რომელმაც ბლექთან წარსულშიც ითანამშრომლა. ტრეკი ალბომში East Atlanta Love Letter არის წარმოდგენილი.

► ნახეთ: 6lack-მა კომპოზიცია Pretty Little Fears შეასრულა

► მოუსმინეთ: 6LACK - Unfair | Been A While 

► მოუსმინეთ: J.I.D - Tiiied Ft. 6lack 

ბლექმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2011 წელს დაიწყო. მუსიკოსმა 2016 წელს გაყიდვაში სადებიუტო, დღეისთვის ოქროს სტატუსის მფლობელი ალბომი Free 6lack ჩაუშვა. სტუდიური ნამუშევრის მთავარი კომპოზიცია Prblms გახლავთ. მსოფლიოში ტრეკის 2 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. არენბი შემსრულებელი პოპულარული ლეიბლის Interscope Records წევრია. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული