მაიამელი ჰიპ ჰოპ არტისტი, უილიამ ლეონარდ რობერტსი, სასცენო სახელით Rick Ross, განაგრძობს ახალგავრცელებული, რიგით მეათე ალბომის Port Of Miami 2 პრომოუშენს და მსმენელს ტრეკზე Turnpike Ike გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. კომპოზიციის პროდიუსერი არაერთი ჰიტის ავტორი Jake One გახლავთ.
► მოუსმინეთ: Rick Ross ახალ ალბომს Port Of Miami 2 ავრცელებს
► Rick Ross-მა რჩეული რეპერები დაასახელა
► ნახეთ: Rick Ross და Swizz Beatz კლიპს Big Tyme ავრცელებენ
სამხრეთელმა მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იან წლებში დაიწყო. დღეისთვის მას 10 ალბომი და 5 კოლაბორაციული ნამუშევარი აქვს გამოშვებული. 2012 წელს ტელეკომპანია MTV-მ არტისტი წლის ყველაზე მოთხოვნად რეპერად დაასახელა. სოლო კარიერის გარდა, მან 2009 წელს ჰიპ ჰოპ გაერთიანება Maybach Music Group ჩამოაყალიბა, რომლის წევრებიც პოპულარული შემსრულებლები მიქ მილი და ვალეი იყვნენ.
კომენტარები