Thumbnail

პოპულარული არენბი შემსრულებელი, ტაირონ უილიამსი, ფსევდონიმით Ty Dolla Sign, მსმენელს ახალი კომპოზიციით Hottest In The City დაუბრუნდა. ჩანაწერში თრეფის ერთ-ერთი პიონერები, ვეტერანი მემფისელი არტისტები Juicy J და Project Pat მონაწილეობენ. ინსტრუმენტალის ავტორი კი 2018 წლის გამორჩეული პროდიუსერი Tay Keith გახლავთ.

► ნახეთ: Ty Dolla Sign გადაცემას Tiny Desk Concert ესტუმრა 

► ნახეთ: Ty Dolla Sign-მა ახალი კომპოზიცია Hottest In The City შეასრულა

► ნახეთ: Ty Dolla Sign და J. Cole კლიპს Purple Emoji ავრცელებენ  

ტაირონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Free TC 2015 წლის ნოემბერში ჩაეშვა გაყიდვაში. ნამუშევრის ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი კი Blase გახლავთ, რომელშიც ატლანტელი მუსიკოსი Future და ჰიპ ჰოპ დუეტი Rae Sremmurd მონაწილეობენ. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული