ახალგავრცელებული ალბომის "!" პრომოუშენის მიზნით, ოჰაიოელი ჰიპ ჰოპ არტისტი, მაიკლ ლამარ უაითი, ფსევდონიმით Trippie Redd, რადიოსადგურს REAL 92.3 ესტუმრა. გადაცემის წამყვანებთან საუბარში ახალგაზრდა მუსიკოსმა ყველა დროის 5 საუკეთესო რეპერი დაასახელა. მაიკლის ფავორიტებს შორის 2Pac, The Notorious B.I.G., Jay-Z, Lil Wayne და Kendrick Lamar მოხვდნენ.
► მოუსმინეთ: Trippie Redd-მა ახალი ალბომი "!" გაავრცელა
► ნახეთ: რეპერი Trippie Redd დემნა გვასალიას მაისურში გამოწყობილი ცეკვავს
► ნახეთ: Trippie Redd ახალ კლიპში 6ix9ine-ს დისავს
თრიფი რედმა მუსიკალური მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება ოთხ ოფიციალურ მიქსტეიპს, შვიდ EP-სა და ორ სტუდიურ ალბომს აერთიანებს. შემსრულებლის პოპულარული კომპოზიციებია: Poles1469, Love Scars, Dark Knight Dummo და სხვა.
კომენტარები