ამერიკულმა ჯგუფმა The Smashing Pumpkins სტივენ კოლბერის შოუში კომპოზიცია Knights of Malta ცოცხლად შეასრულა. სიმღერა ბენდის ბოლო ალბომში Shiny and Oh So Bright, Vol. 1 / LP: No Past. No Future. No Sun არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 2018 წელს ჩაეშვა.
The Smashing Pumpkins ჩიკაგოში 1988 წელს ჩამოყალიბდა. დაარსებიდან დღემდე ჯგუფს 30 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. ბენდის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია: 1979, Bullet with Butterfly Wings და Tonight, Tonight.
კომენტარები