Thumbnail

მოუსმინეთ: Bon Iver-მა ახალი ალბომი i, i გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკულმა ინდი ფოლკ ჯგუფმა Bon Iver ახალი, რიგით მეოთხე სტუდიური ალბომი i, i გამოუშვა. ჩანაწერში სულ 13 კომპოზიციაა წარმოდგენილი. ჩანაწერის ფარგლებში მასთან ისეთმა არტისტებმა ითანამშრომლეს, როგორებიც არიან: ჯეიმს ბლეიკი, აარონ დესნერი და ბრიუს დესნერი.

"ბონ ივერი" მუსიკოსმა ჯასტინ ვერნონმა 2006 წელს ჩამოაყალიბა. ერთ წელიწადში კი ჯგუფმა სადებიუტო ალბომი გამოუშვა. მეორე სტუდიურმა ჩანაწერმა სახელწოდებით Bon Iver კოლექტივს 2012 წელს გრემის ჯილდო მოუტანა. ბენდის ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია Holocene და I Can't Make You Love Me.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული