Thumbnail

ამერიკული ექსპერიმენტული როკ ბენდი Battles ახალ კომპოზიციას Titanium 2 Step და მასზე შექმნილ ვიზუალურ ნამუშევარს ავრცელებს. ჩანაწერში ლეგენდარული დენს პანკ ჯგუფის Liquid Liquid ფრონტმენი, სალვატორე პრინციპატო მონაწილეობს. სინგლი კოლექტივის მომავალ ალბომში Juice B Crypts იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 18 ოქტომბერს ჩაეშვება.

Battles ქალაქ ნიუ იორკში 2002 წელს შეიქმნა. 2007 წელს ჯგუფმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Mirrored გაავრცელა. კოლექტივს ამ დრომდე 3 ალბომი აქვს გამოცემული. ბენდის შემოქმედება ექსპერიმენტულ და პოსტ როკს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული