Thumbnail

BTS-ის შესახებ გადაღებული დოკუმენტური სერიალი Bring The Soul აგვისტოში გამოვა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ჯგუფის, BTS-ის ბოლო საკონცერტო ფილმის Bring the Soul: The Movie პრემიერა კინოთეატრებში 7 აგვისტოს შედგა. სეანსის მიმდინარეობისას კოლექტივის შესახებ გადაღებული ახალი დოკუმენტური სერიალი Bring The Soul დაანონსდა, რომელიც დღის სინათლეს 27 აგვისტოს იხილავს და მხოლოდ აპლიკაციის Weverse მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.  

► BTS-ის ჯიმინმა Spotify-ზე რეკორდი დაამყარა

► ნახეთ: BTS და UNICEF ვიდეორგოლს ავრცელებენ

► BTS მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბოიბენდია

თაყვანისმცემლები ვარაუდობენ, რომ ნამუშევარი 2018 წელს გავრცელებული Burn The Stage-ის ანალოგი იქნება და მსოფლიო ტურნეს Love Yourself: Speak Yourself კულისებს მიღმა მოვლენებს ასახავს.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული