Thumbnail

ბრიტანელი დიეტოლოგების აზრით, Beyoncé-ს დიეტა ჯანმრთელობისთვის სახიფათოა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ბრიტანული ასოციაციის წარმომადგენლის, დენიელ ო'შონესის განცხადებით, 22-დღიანი დიეტა, რომელსაც რეკომენდაციას პოპვარსკვლავი ბიონსე უწევს, ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ამის შესახებ დიეტოლოგმა BBC-ის ეთერში, ვიქტორია დერბიშერის შოუში სტუმრობისას განაცხადა.

► ნახეთ: Beyoncé-ს ფოტო, რომელიც სმითსონის მუზეუმის ექსპონატი გახდა

► მოუსმინეთ: Beyoncé - MOOD 4 EVA Ft. Jay-Z & Childish Gambino

► მოუსმინეთ: Beyoncé - NILE Ft. Kendrick Lamar

“ამ დიეტამ შესაძლოა, კვების დეფიციტი გამოიწვიოს. ის ასევე ვერ უზრუნველყოფს ორგანიზმის მომარაგებას საჭირო ოდენობის კალორიებით. მისი დაცვა იწვევს დაღლილობის შეგრძნებასა და გამოფიტვას, მით უმეტეს, თუ დიეტის პარალელურად ფიზიკურ აქტივობებს მიმართავთ. მათთვის, ვისაც, ბიონსესგან განსხვავებით, მეთვალყურეობას არ უწევენ ინსტრუქტორები და დიეტოლოგების გუნდი, ამგვარად კვება შესაძლოა, სახიფათო იყოს", - განაცხადა დენიელ ო'შონესმა.

კვების რაციონი, რომელიც ბიონსეს დიეტოლოგმა, მარკო ბორჰესმა ჯერ კიდევ 2013 წელს შეიმუშავა, პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც არტისტმა სარეკლამო ვიდეორგოლი გაავრცელა. კადრებში მომღერალი Coachella-ს პერფორმანსამდე 22 დღით ადრე ფორმაში ჩადგომას იწყებს.

"არანაირი პური, ნახშირწყლები, შაქარი, რძის პროდუქტები, ხორცი, თევზი და ალკოჰოლი... მე მშიერი ვარ", - ამბობდა მაშინ ბიონსე.

კომენტარები

ბოლოს დამატებული