Thumbnail

ახალგაზრდა რეპერი, მეგან საიმონ პიტი, ფსევდონიმით Megan Thee Stallion, ახალ სინგლს Hot Girl Summer ავრცელებს. კომპოზიციაში ცნობილი ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი Nicki Minaj და პოპულარული კალიფორნიელი არენბი შემსრულებელი Ty Dolla Sign მონაწილეობენ. ჩანაწერის ერთ-ერთი პროდიუსერი ვეტერანი ოსკაროსანი მუსიკოსი Juicy J გახლავთ.

► ნახეთ: Megan Thee Stallion - XXL Freshman Freestyle 

► ნახეთ: 2019 XXL Freshman Cypher - DaBaby, Megan Thee Stallion, YK Osiris & Lil Mosey 

► მოუსმინეთ: Juicy J - Three Point Stance Ft. City Girls & Megan Thee Stallion 

მეგანმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო და მსმენელს რამდენიმე სინგლი მალევე შესთავაზა. თუმცა, ჰიუსტონელმა არტისტმა სადებიუტო EP მხოლოდ 4 წლის შემდეგ გაავრცელა. რეპერი ფართო საზოგადოებამ 2019 წლის პირველი მიქსტეიპით Fever გაიცნო. მუსიკოსის პოპულარული ტრეკებია: Big Ole Freak, Realer, Cash Shit და სხვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული