Thumbnail

ფესტივალზე Outside Lands მარიხუანის გაყიდვა და მოხმარება ლეგალური იქნება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

სან ფრანცისკოში 9-11 აგვისტოს დაგეგმილი Outside Lands Music and Arts Festival აშშ-ში პირველი დიდი მუსიკალური ფესტივალი იქნება, რომელზეც კანაფის გაყიდვა და მოხმარება ლეგალურად იქნება შესაძლებელი. ღონისძიების ტერიტორიაზე სპეციალური კუთხე იქნება გამოყოფილი, სადაც 21 წელს გადაცილებული პირები 7 გრამამდე გამომშრალ მცენარეს შეიძენენ.

კალიფორნიის შტატის კანონმდებლობით, მარიხუანის მოხმარება დაუშვებელია იმ ადგილებში, სადაც თამბაქოს მოწევაა აკრძალული. Golden Gate Park-ში კი, სადაც ფესტივალი იმართება, სიგარეტის მოწევა არ შეიძლება. თუმცა, შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტმა, ორგანიზატორებს ნებართვა მისცა, ღონისძიების დღეებში მხოლოდ კანაფის მოხმარება დაუშვან.

ფესტივალ Outside Lands-ის ჰედლაინერები Childish Gambino, Twenty One Pilots, Blink-182, Paul Simon, Lil Wayne და სხვები იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს კალიფორნიაში მარიხუანის რეკრეაციული მიზნით გამოყენება ლეგალური გახდა. კანაფის რეალიზაცია მაისში კალიფორნიაში გამართულ ერთ-ერთ პატარა მუსიკალურ ფესტივალზეც იყო დაშვებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული