Thumbnail

მოუსმინეთ: Lana Del Rey - Looking for America | Season of the Witch

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ლანა დელ რეიმ ახალი კომპოზიცია Looking for America და შოტლანდიელი მუსიკოსის, Donovan-ის სიმღერის Season of the Witch ქავერ ვერსია გაავრცელა.

► ნახეთ: ლანა დელ რეი ახალი ალბომის გარეკანზე ჯეკ ნიკოლსონის შვილიშვილთან ერთად

► ნახეთ: ლანა დელ რეიმ სიმღერა Doin' Time კონცერტზე პირველად შეასრულა

ჩანაწერში Looking for America არტისტი ამერიკაში ბოლო პერიოდში გახშირებულ მასობრივ მკვლელობებს ეხმაურება. მეორე ნამუშევარი კი ლანამ ოსკაროსანი რეჟისორის, გილერმო დელ ტოროს ახალი ფილმისთვის Scary Stories to Tell in the Dark ჩაწერა.

ლანა დელ რეიმ მუსიკალური კარიერა 2005 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება ტრაგიკული პირადი ურთიერთობებით, ვინტაჟური ესთეტიკითა და მელანქოლიური განცდებითაა შთაგონებული. მომღერლის აქტივში ისეთ არტისტებთან თანამშრომლობაა, როგორებიც არიან: The Weeknd, ASAP Rocky და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული