Thumbnail

ნახეთ: XXXTentacion-ის მონაწილეობით შექმნილ ტრეკზე Middle Child კლიპი გადაიღეს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ფილადელფიელი მუსიკოსი რაკიმ ალენი, ფსევდონიმით PnB Rock, მსმენელს კომპოზიციაზე Middle Child გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ჩანაწერში 2018 წელს გარდაცვლილი შემსრულებელი XXXTentacion მონაწილეობს. ვიზუალურ ნამუშევარში არტისტებს მოზარდები განასახიერებენ. ტრეკი ფიენბი როქის ბოლო ალბომის TrapStar Turnt PopStar სინგლია.

► ნახეთ: Craig Xen ახალ კლიპში XXXTentacion-ის საფლავთან მიდის 

► მოუსმინეთ: XXXTentacion-ის კომპოზიცია Royalty გავრცელდა 

► ნახეთ: Lil Xan-მა XXXTentacion-თან ძველი მიმოწერა გაასაჯაროვა 

PnB Rock მუსიკალურ ინდუსტრიაში 2011 წელს გამოჩნდა. ფილადელფიელმა არტისტმა 5 მიქსტეიპის გამოშვების შემდეგ, 2017 წლის მიწურულს გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Catch These Vibes ჩაუშვა. მისი ცნობილი კომპოზიციებია Selfish, Horses და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული