Thumbnail

50 წლის შემდეგ, The Beatles-ის ფანებმა Abbey Road-ზე გადაღებული ფოტო გააცოცხლეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანული კოლექტივის, The Beatles-ის მეთერთმეტე ალბომის Abbey Road გარეკანზე აღბეჭდილი ფოტოს 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ები როუდზე ჯგუფის ასობით თაყვანისმცემელმა მოიყარა თავი.

► ნახეთ: The Beatles-ის ცნობილი ფოტოს გადაღებიდან 49 წლის შემდეგ მაკკარტნიმ Abbey Road გადაკვეთა

► ქვიზი: გაიგე, The Beatles-ის რომელი წევრი ხარ

► ნახეთ: პოლ მაკკარტნიმ და რინგო სტარმა The Beatles-ის ორი კომპოზიცია შეასრულეს

საკულტო ფოტო ბენდის ოთხმა თაყვანისმცემელმა გააცოცხლა და ქვეითთა ბილიკი ჯონ ლენონის, პოლ მაკკარტნის, ჯორჯ ჰარისონისა და რინგო სტარის მსგავსად გამოწყობილმა გადაკვეთა.

მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კადრი 1969 წელს ლეინ მაკმილანმა გადაიღო. პოლიციის ოფიცერმა სამანქანო მოძრაობა რამდენიმე წუთით შეაფერხა, რა დროსაც ფოტოგრაფმა სულ ექვსი სურათის გადაღება მოასწრო.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი The Beatles ქალაქ ლივერპულში 1960 წელს შეიქმნა. ბენდმა სადებიუტო სინგლი Love Me Do 1962 წელს გამოუშვა. მომდევნო წელს კი კოლექტივმა პირველი ალბომი Please Please Me გაავრცელა. 800 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით "ბითლზი" მუსიკის ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ლივერპულურმა ოთხეულმა კარიერის განმავლობაში ოსკარისა და 7 გრემის მოპოვება შეძლო.

1970 წელს კოლექტივმა რიგით მეთორმეტე, უკანასკნელი ალბომი Let It Be გამოუშვა. ჩანაწერის გავრცელებამდე ერთი თვით ადრე ბენდი დაიშალა. 1999 წელს ჟურნალმა Time მუსიკოსები მე-20 საუკუნის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში შეიყვანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული