Thumbnail

ბრიტანელმა მუსიკოსმა, ჯონი მარმა ახალი სინგლი The Bright Parade გამოსცა. ეს რიგით მესამე სიმღერაა, რომელიც არტისტმა სოლო ალბომის Call The Comet შემდეგ გაავრცელა.

► ნახეთ: The Killers-მა Glastonbury-ზე ჯონი მართან და Pet Shop Boys-თან ერთად დაუკრა

► ნახეთ: Johnny Marr - Armatopia

ჯონი მარმა შემოქმედებითი კარიერა 1982 წელს ლეგენდარულ ბრიტანულ ჯგუფში The Smiths მოღვაწეობით დაიწყო. ბენდის დაშლის შემდეგ ის რამდენიმე კოლექტივის წევრი იყო, მათ შორისაა: The Pretenders, The The, Modest Mouse და სხვები. სადებიუტო სოლო ალბომი The Messenger მუსიკოსმა 2013 წელს გამოსცა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული