Thumbnail

Blueface: ბოლო 6 თვეში 1,000 ქალთან ვიწექი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ჯონათან პორტერი, ფსევდონიმით Blueface, რადიოსადგურს Real 92.3 სტუმრობდა. ახალბედა რეპერს წამყვანებმა ჰკითხეს, რამდენ ქალთან იწვა ბოლო 6 თვის განმავლობაში.

► მოუსმინეთ: Blueface-მა EP სახელწოდებით Dirt Bag გაავრცელა

► Blueface: საუკეთესო ლირიცისტი დღეს მე ვარ

► ნახეთ: Blueface - Bussdown Ft. Offset

"დაახლოებით 1,000 ქალთან მქონდა სექსი. ზოგჯერ ორთან, ზოგჯერ კი სამთან. ერთხელ ოთხ გოგოსთან ვიწექი და ცოტა გამიჭირდა", - აღნიშნა მუსიკოსმა.

მუსიკოსის განცხადებას გამოცემა Vice-მა ვრცელი სტატია მიუძღვნა და გამოთვალა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რეპერი არ ტყუის, ნახევარი წლის განმავლობაში ყოველდღიურად 5,3 ქალთან უნდა დაემყარებინა სექსუალური კავშირი. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ, ბლუფეისის თქმით, ოთხ გოგოსთან მხოლოდ ერთხელ იწვა და თანაც ათასივე სხვადასხვა ადამიანი უნდა ყოფილიყო, გამოცემის აზრით, ამ რაოდენობის პარტნიორის პოვნასა და მათთან სექსს არტისტი 6 თვეში, უბრალოდ, ვერ მოასწრებდა.

აღსანიშნავია, რომ, რეპერის განცხადებით, მას ერთდროულად ორი შეყვარებულიც ჰყავდა.

ბლუფეისმა მუსიკალური კარიერა 2017 წელს დაიწო. მისი შემოქმედება თანამედროვე დასავლეთ სანაპიროს ჰიპ ჰოპისა და თრეფის ნაზავია. არტისტს დღემდე ორი მიქსტეიპი და ერთი EP აქვს გამოშვებული. რეპერს აღიარება 2018 წელს გავრცელებულმა სინგლმა Thotiana მოუტანა, რომლის ალტერნატიული ვერსიაც არაერთმა ცნობილმა მუსიკოსმა ჩაწერა. შემსრულებელი ლეგენდარული ლეიბლის Cash Money წევრია. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული