Thumbnail

ალაბამელი ჰიპ ჰოპ არტისტი მაიკლ ათა, ფსევდონიმით YelaWolf, მსმენელს 5-თვიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. იელამ ახალი კომპოზიცია Unnatural Born Killer გაავრცელა, რომელიც როკის ელემენტებს შეიცავს. ტრეკი, სავარაუდოდ, მუსიკოსის მომავალ ალბომში Ghetto Cowboy შევა.

► მოუსმინეთ: YelaWolf ახალ ალბომს Trunk Muzik III ავრცელებს 

► მოუსმინეთ: YelaWolf - Rowdy Ft. Machine Gun Kelly 

► მოუსმინეთ: YelaWolf - Catfish Billy 2 

იელამ მუსიკალური კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. მის სადებიუტო ალბომს CreekWater, რომელიც არტისტმა თავად გაავრცელა, წარმატება არ მოჰყოლია. მაიკლის შემდგომი სტუდიური ჩანაწერის Radioactive პრომოუშენსა და დისტრიბუციაზე კი ცნობილმა ლეიბლმა Interscope იზრუნა. შემსრულებლის საუკეთესო ნამუშევრად Love Story ითვლება, რომელიც ჰიპ ჰოპის, როკისა და ქანთრი მუსიკის სინთეზია. 2011-17 წლებში რეპერი ლეგენდარული ემინემის გაერთიანების, Shady Records-ის წევრი გახლდათ. მან კოლექტივის კომპილაციურ ალბომში Shady XV მიიღო მონაწილეობა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული