Thumbnail

ჰიპ ჰოპ არტისტი გარი ლუკას უმცროსი, ფსევდონიმით Joyner Lucas, ჩრდილოკაროლინელი კოლეგის DaBaby ჰიტის Suge რემიქსს ავრცელებს. პოპულარული კომპოზიციის ალტერნატიულ ვერსიაში ტორონტოელი მუსიკოსი Tory Lanez მონაწილეობს. 

► ნახეთ: Joyner Lucas - 10 Bands Ft. Timbaland 

► ნახეთ: Joyner Lucas - ISIS Ft. Logic 

► ნახეთ: Joyner Lucas - Devil's Work

ჯოინერმა და თორიმ 2018 წელს ერთმანეთს არაერთი დის-ჩანაწერი მიუძღვნეს. მოგვიანებით კი განცხადეს, რომ ამ დაპირისპირებას მხოლოდ სპორტული ხასიათი ჰქონდა.

რეპერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2007 წელს დაიწყო. თერთმეტწლიანი მუსიკალური კარიერის მიუხედავად, არტისტს ალბომი არ გამოუცია. ჯოინერი ფართო საზოგადოებამ 2015 წლის სინგლით Ross Capicchioni გაიცნო. 2016-ში მუსიკოსი ცნობილი ლეიბლის Atlantic Records წევრი გახდა. ერთი წლის შემდეგ კი, შემსრულებელმა ოფიციალური მიქსტეიპი 508-507-2209 გაავრცელა, რომელმაც კრიტიკოსთა მაღალი შეფასებები დაიმსახურა. მალევე რეპერმა მისი ყველაზე პოპულარული კომპოზიცია I'm Not Racist გამოაქვეყნა. ტრეკზე გადაღებულმა ვიდეორგოლმა იუთუბზე 120 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული