Thumbnail

ნახეთ: ალიშა ქისმა ბილი აილიშის კომპოზიცია Ocean Eyes შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ნიუ იორკელმა არენბი არტისტმა, ალიშა ქისმა 17 წლის პოპულარული მუსიკოსის, ბილი აილიშის კომპოზიციის Ocean Eyes ქავერი შეასრულა. სინგლი, რომელიც ბილის სადებიუტო EP-ში Don't Smile at Me შედის, 2016 წელს გამოვიდა.

► მოუსმინეთ: Alicia Keys - Raise A Man

► ბილი აილიში: 27 წლის ვერასდროს გავხდები, ზედმეტად ბევრია

მომღერალმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1995 წელს დაიწყო. ფართო საზოგადოებამ ის 2001 წელს სადებიუტო ალბომით Songs in A Minor გაიცნო. სტუდიური ნამუშევრის მთავარი სინგლი Fallin' გახლავთ. 15 გრემის მფლობელმა შემსრულებელმა კარიერის განმავლობაში 65 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. გამოცემა Time-მა ქისი 2005 და 2017 წელს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული