Thumbnail

მოუსმინეთ: Rick Ross ახალ ალბომს Port Of Miami 2 ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

43 წლის მაიამელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, უილიამ ლეონარდ რობერტსმა, სასცენო სახელით Rick Ross, ახალი ალბომი Port Of Miami 2 გამოაქვეყნა, რომელიც 15 კომპოზიციას აერთიანებს. პოპულარულმა მუსიკოსმა რიგით მეათე სტუდიურ ჩანაწერზე ისეთ კოლეგებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: DeJ Loaf, Denzel Curry, Drake, Gunplay, Jeezy, John Legend, Lil Wayne, Meek Mill, Nipsey Hussle, Summer Walker, Swizz Beatz, Teyana Taylor, Wale და სხვა.

► Rick Ross-მა რჩეული რეპერები დაასახელა 

► ნახეთ: Rick Ross და Swizz Beatz კლიპს Big Tyme ავრცელებენ 

► მოუსმინეთ: Rick Ross - Gold Roses Ft. Drake 


სამხრეთელმა მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იან წლებში დაიწყო. დღეისთვის მას 10 ალბომი და 5 კოლაბორაციული ნამუშევარი აქვს გამოშვებული. 2012 წელს ტელეკომპანია MTV-მ არტისტი წლის ყველაზე მოთხოვნად რეპერად დაასახელა. სოლო კარიერის გარდა, მან 2009 წელს ჰიპ ჰოპ გაერთიანება Maybach Music Group ჩამოაყალიბა, რომლის წევრებიც პოპულარული შემსრულებლები მიქ მილი და ვალეი იყვნენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული