Thumbnail

ნახეთ: ტეილორ სვიფტი ამერიკული Vogue-ის ფოტოსესიაში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპვარსკვლავი ტეილორ სვიფტი ამერიკული "ვოგის" სექტემბრის ნომრის სტუმარია. მომღერალმა გამოცემის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და ჟურნალის გარეკანზეც მოხვდა.

► ნახეთ: ტეილორ სვიფტმა ფანებს მომავალი ალბომი Lover თავის სახლში მოასმენინა

► ნახეთ: ტეილორ სვიფტი მიუზიკლ Cats-ის თრეილერში

► ტეილორ სვიფტი 2019 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ადამიანია

ფოტოგრაფთა დუეტის, Inez & Vinoodh-ის ობიქტივში არტისტი Louis Vuitton-ის, Celine-ის, Givenchy-ს, Chanel-ის, Dior-ისა და სტელა მაკკარტნის სამოსში პოზირებს.

ტეილორ სვიფტმა მუსიკალური კარიერა 2004 წელს დაიწყო. 20 წლის ასაკში მომღერალმა გრემის ჯილდო მიიღო და ოქროს გრამოფონის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელის სტატუსიც მოიპოვა. მუსიკოსს კარიერის განმავლობაში 150 მილიონზე მეტი სინგლი აქვს გაყიდული. გამოცემა Time-მა ტეილორი წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად სამჯერ, 2010, 2015 და 2019 წლებში დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული