Thumbnail

შაკილ ო'ნილი: ფესტივალებზე დაკვრისას ჰონორარზე უარს ვამბობ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი, შაკილ ო'ნილი რადიოსადგურ SiriusXM-ს ესტუმრა. წამყვანთან საუბარში ყოფილმა სპორტსმენმა გაამხილა, რომ მუსიკალურ ღონისძიებებზე დაკვრისას ჰონორარს არ იღებს.

"დიჯეის საქმიანობის შესწავლა 1988 წლიდან დავიწყე. შემდეგ ჩემი დრო კალათბურთს დავუთმე. კარიერის დასრულების შემდეგ, 2011 წელს მივხვდი, რომ ახალი ადრენალინი მჭირდებოდა და ფესტივალ Tomorrowland-ზე წავედი. ამხელა ემოცია მხოლოდ სპორტულ ღონისძიებებზე თუ განმიცდია. სპორტი და მუსიკა ყველანაირ პრობლემას მავიწყებს. სწორედ ამიტომ, როდესაც ფესტივალებზე ვუკრავ, ორგანიზატორებისგან 1 ცენტსაც არ ვიღებ. უბრალოდ, მსიამოვნებს, რასაც ვაკეთებ და კარგად ვხდები, როდესაც ვხედავ, რომ ადამიანები ერთობიან. მათ ვაბედნიერებ და სახლში კმაყოფილი ვბრუნდები", - განაცხადა ო'ნილმა.

შეგახსენებთ, რომ ივლისში შაკილ ო'ნილმა ბელგიაში გამართულ ფესტივალში Tomorrowland მიიღო მონაწილეობა. მან ფსევდონიმით DJ Diesel სეტი დაუკრა. ის აგვისტოს დასაწყისში კალიფორნიაში ჩატარებული ფესტივალის HARD Summer ერთ-ერთი მონაწილეც იყო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული