Thumbnail

Halsey: ვერასდროს წარმოვიდგენდი, 25 წლის ასაკში ცოცხალი თუ ვიქნებოდი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკელმა მომღერალმა, Halsey-მ ვირჯინიაში გამართულ Capital Congress-ში მიიღო მონაწილეობა. არტისტმა ჟურნალისტ ლიზი გუდმენთან პირად ცხოვრებასა და მომავალ სტუდიურ ჩანაწერზე ისაუბრა.

► ნახეთ: Halsey-მ ლონდონში ნაცემი ლესბოსელი წყვილის მხარდასაჭერი მაისური ჩაიცვა

► ნახეთ: BTS-მა და Halsey-მ კომპოზიცია Boy With Luv შეასრულეს

"ორ თვეში 25 წლის ვხდები. საუკუნის მეოთხედი ვიარსებე. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამ ასაკამდე მოვაღწევდი. ისეთ სამყაროში გავიზარდე, რომელშიც 25 წლის ქალს სამი შვილი და ცუდი ქმარი ჰყავს. უნდა მოვმკვდარიყავი, რადგან ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანი, რომელსაც ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ აქვს, 25 წლამდე ვერ აღწევს", -  თქვა არტისტმა.

ჰოლზისვე თქმით, ამჟამად რიგით მესამე სტუდიურ ალბომზე მუშაობს, რომელიც წლის ბოლომდე გავრცელდება.

"ახალი ჩანაწერის თემატიკა ბრაზს, ღალატსა და დაბნეულობას შეეხება. ნამუშევარი იმაზე მეტად გამოხატავს ჩემს შინაგან მდგომარეობას, ვიდრე ველოდი" , - თქვა მუსიკოსმა.

ეშლი ფრენჯიპანმა, სასცენო სახელით Halsey, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება რიგით მეორე სტუდიურმა ალბომმა Hopeless Fountain Kingdom მოუტანა, რომელიც 2017 წელს ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული