Thumbnail

Metallica-მ 13 კონცერტში $70 მილიონზე მეტი გამოიმუშავა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

გამოცემა Billboard-ის ინფორმაციით, ლეგენდარულმა ამერიკულმა ჯგუფმა, Metallica-მ 2019 წლის ზაფხულში, მსოფლიო ტურნეს WorldWired ფარგლებში, გამართული 13 კონცერტიდან 70 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. 

► კანადელი ქალი ამტკიცებს, რომ გზაზე შემხვედრი მთის ლომი Metallica-ს სიმღერით დააფრთხო

► ნახეთ: Metallica-ს წევრებმა მოსკოვში Кино-ს კომპოზიცია Группа крови შეასრულეს

► "მეტალიკა" საბავშვო წიგნს The ABCs of Metallica გამოსცემს

ყველაზე მეტი თანხა, $8,194,075 ჯგუფმა ირლანდიაში გამართული შოუდან გამოიმუშავა, რომელსაც 72,000 ადამიანი ესწრებოდა. 6 მილიონზე მეტი აშშ დოლარი კი კოლექტივმა ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარებული კონცერტიდან დააგროვა.

"მეტალიკამ" თავიანთი ბოლო ალბომის Hardwired... to Self-Destruct მხარადასაჭერი მსოფლიო ტურნე WorldWired 2016 წლის თებერვალში დაიწყო და დღემდე 130-ზე მეტი კონცერტის გამართვა მოახერხა. დღეის მონაცემებით, წლის ბოლომდე ბენდს კიდევ 16 ღონისძიება აქვს დაგეგმილი.

"მეტალიკა" ლოს ანჯელესში 1981 წელს ჩამოყალიბდა. 9 გრემის მფლობელ კოლექტივს კარიერის განმავლობაში 125 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული. ბენდს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Nothing Else Matters, The Unforgiven და Enter Sandman მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული