Thumbnail

ახალგაზრდა მუსიკოსებისგან დაკომპლექტებული ჰიპ ჰოპ გაერთიანება Brockhampton მომავალი ალბომის GINGER პრომოუშენს განაგრძობს. ჯგუფმა ახალი კომპოზიცია If You Pray Right და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა, რომელიც, 31 ივლისს გამოქვეყნებული ტრეკის I Been Born Again შემდეგ, სტუდიური ნამუშევრის მეორე სინგლია.

► ნახეთ: Brockhampton - I Been Born Again 

► ნახეთ: Brockhampton - Tonya 

► ნახეთ: Brockhampton-მა კომპოზიციაზე New Orleans გადაღებული კლიპი გაავრცელა 

Brockhampton ტექსასში 2015 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფს 4 წლის განმავლობაში 4 სტუდიური ალბომი, ოფიციალური მიქსტეიპი All-American Trash და კომპილაციური ჩანაწერი Saturation Boxset აქვს გამოშვებული. კოლექტივის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია Gold, Sweet, Boogie და სხვა.  

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული