Thumbnail

ლეგენდარული კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტი კელვინ ბროდუსი, ფსევდონიმით Snoop Dogg, მსმენელს ახალ კომპოზიციას Let Bygones Be Bygones სთავაზობს. ჩანაწერის ინსტრუმენტალის ავტორი ვეტერანი პროდიუსერი DJ Battlecat გახლავთ, რომელმაც სახელი სნუპთან და სხვა დასავლელ შემსრულებლებთან თანამშრომლობით გაითქვა. ნამუშევარი კელვინის მომავალი ალბომის I Wanna Thank Me სინგლია.

► ნახეთ: Snoop Dogg - Countdown Ft. Swizz Beatz 

► მოუსმინეთ: Snoop Dogg - Madden 20 

► ნახეთ: Snoop Dogg - I Wanna Thank Me 

ტრეკის დასასრულს სნუპმა ახლო მეგობრების, მისი თაობის მუსიკოსების Dr. Dre, Kurupt, Daz, RBX, Lady Of Rage, Warren G და Nate Dogg მიმართ გამოხატა პატივისცემა.

ვეტერანმა არტისტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1993 წელს გავრცელებული ალბომით, ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშად აღიარებული Doggystyle-ით დაიწყო. დღემდე, მსოფლიო მასშტაბით, მუსიკოსის ნამუშევრების 35 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ჰიპ ჰოპის გარდა, რეპერმა ძალები ფანკსა და რეგეიშიც, სტუდიური ჩანაწერებით 7 Days Of Funk და Reincarnated მოსინჯა.   

კომენტარები

ბოლოს დამატებული