Thumbnail

ნახეთ: The Rolling Stones-მა სიმღერა Harlem Shuffle 29 წლის შემდეგ პირველად შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა The Rolling Stones ნიუ ჯერსიში გამართულ კონცერტზე კომპოზიცია Harlem Shuffle 29 წლის შემდეგ პირველად შეასრულა. სიმღერა ბოლოს ბენდმა 1990 წელს უემბლის სტადიონზე დაუკრა.

Harlem Shuffle ამერიკული დუეტის, Bob & Eearl-ის კომპოზიციაა, რომელიც "როლინგ სთოუნზმა" 1986 წელს დააქავერა. ნამუშევარი ჯგუფის სტუდიურ ალბომში Dirty Work შედის.

"როლინგ სთოუნზი" ლონდონში 1962 წელს შეიქმნა. დღეისთვის ჯგუფს 23 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოშვებული. 1989 წელს კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. სხვადასხვა გამოცემამ მუსიკოსები არაერთხელ დაასახელა ყველა დროის საუკეთესო არტისტებისა თუ ჯგუფების ათეულში. აღსანიშნავია ისიც, რომ ბენდის მიერ 2005-2007 წლებში გამართული ტურნე, შემოსავლების ჯამური რაოდენობით, ისტორიაში მეორე ადგილს იკავებს. Bigger Bang Tour-მა კოლექტივს 523 მილიონზე მეტი დოლარი მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული