Thumbnail

ფლორიდაში ამერიკული ჰიპ ჰოპ დუეტის, City Girls-ის ერთ-ერთ წევრს, Yung Miami-ს გამვლელი მანქანიდან ესროლეს. არტისტი, რომელიც ამჟამად ორსულადაა, სტუდიიდან სახლში "მერსედესის" მარკის ავტომობილით ბრუნდებოდა.

სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც მუსიკოსი პოლიციას მომხდარის დეტალებს უხსნის.

"ჩემს უკან მომავალი ავტომობილიდან, რომელსაც ფარები ჰქონდა გამორთული, ცეცხლსასროლი იარაღიდან მესროლეს. ტყვია სათადარიგო საბურავს მოხვდა", - თქვა რეპერმა.

პოლიციას ამ ეტაპზე ეჭვმიტანილი არ ჰყავს, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ პატიმრობაში მყოფი ფლორიდელი ჰიპ ჰოპ არტისტი, კოდაკ ბლექი იანგ მაიამის ფიზიკური ზიანის მიყენებით დაემუქრა.

 Kodak Black ორსულ Yung Miami-ს: როცა გნახავ, მუცელში ჩაგარტყამ

Yung Miami დუეტ City Girls-ის წევრია, რომელიც 2010 წელს მაიამიში ჩამოყალიბდა. ჯგუფის ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია I'll Take Your Man და Where The Bag At. პროექტის სადებიუტო მიქსტეიპი Period 2018 წლის მაისში გამოვიდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული