Thumbnail

მოუსმინეთ: 13-წლიანი პაუზის შემდეგ, ჯგუფი Tool ტრეკს Fear Inoculum ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული პროგრესივ მეტალ ბენდი Tool, 13-წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, ახალ კომპოზიციას Fear Inoculum ავრცელებს. სინგლი ამავე სახელწოდების ალბომში შევა, რომელიც გაყიდვაში 30 აგვისტოს ჩაეშვება.

Tool ლოს ანჯელესში 1990 წელს შეიქმნა. სამი წლის შემდეგ ჯგუფმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Undertow გაავრცელა. კოლექტივს ამ დრომდე 4 ალბომი აქვს გამოცემული. სამი გრემის მფლობელი ბენდის შემოქმედება ალტერნატიულ მეტალს, არტ როკსა და პროგრესივ მეტალს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული