Thumbnail

ჰიუსტონელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ალბერტ მონდეინი, ფსევდონიმით Sauce Walka, მსმენელს ახალ კომპოზიციას New Sauce City და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. რეპერი ჩანაწერში აღნიშნავს, რომ მან წარმატებას, ლეიბლის დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად მიაღწია.

ალბერტმა მუსიკალური მოღვაწეობა ჰიპ ჰოპ დუეტში Sauce Twinz დაიწყო. 2015 წელს რეპერმა პირველი სოლო ტრეკი A Bag გაავრცელა. მას დღემდე 4 მიქსტეიპი აქვს გამოშვებული. არტისტმა ფართო საზოგადოების ყურადღება 2017 წელს დაიმსახურა. ერთი წლის შემდეგ გამოქვეყნებული კომპოზიცია Ghetto Gospel, რომელიც თანამედროვე გეტოების საუნდტრეკად იქცა, სხვადასხვა გამოცემამ წლის საუკეთესო რეპ ნამუშევრებს შორის დაასახელა. სოუს ვოქა ხმის სახასიათო ტემბრით გამოირჩევა. მისი ცნობილი კომპოზიციებია: Ghetto Gospel, Sauce Overload, We Did It, Sauce Baby, Big Amount, Mask On და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული