Thumbnail

ცნობილმა ამერიკულმა ჯგუფმა Pixies ახალი კომპოზიცია Catfish Kate და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. სინგლი ბენდის მომავალ, რიგით მეშვიდე ალბომში Beneath the Eyrie იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 13 სექტემბერს ჩაეშვება.

► ნახეთ: Pixies-მა კომპოზიციაზე On Graveyard Hill კლიპი გადაიღო

Pixies ქალაქ ბოსტონში 1986 წელს შეიქმნა. ორი წლის შემდეგ ბენდმა სადებიუტო ალბომი Surfer Rosa გაავრცელა. 1993 წელს, ოთხი სტუდიური ნამუშევრის გამოცემის შემდეგ, ჯგუფი დაიშალა. 2004 წელს კი მუსიკოსები კვლავ შეიკრიბნენ და კიდევ ორი ჩანაწერი გამოუშვეს. Pixies-ს პოპულარობა სინგლმა Where Is My Mind მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული