Thumbnail

პიტერ კრაუჩი: ლიამ გალაჰერმა თავის ბენდთან ერთად ბასზე დაკვრა შემომთავაზა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, პიტერ კრაუჩმა ჟურნალ Radio Times-თან ინტერვიუში გაიხსენა, რომ ბრიტანელმა მუსიკოსმა, ლიამ გალაჰერმა მას ერთ-ერთ შოუზე ბასზე დაკვრა შესთავაზა. 

► ლიამ გალაჰერი: ვფიქრობ, ჩემი შვილები საერთო ჯგუფს შექმნიან

► ნახეთ: ლიამ გალაჰერმა სიმღერები Once და Champagne Supernova შეასრულა

► მოუსმინეთ: ლიამ გალაჰერმა ახალი სიმღერა Once გამოუშვა

"მუსიკა ჩემი გატაცებაა. მინდა, რომ ახალ ჯგუფებს პრომოუშენში დავეხმარო. ერთხელაც ლიამ გალაჰერმა სცენაზე დადგომა შემომთავაზა. მითხრა, ბას გიტარაზე თუნდაც ერთი აკორდი მესწავლა და მის ბენდთან ერთად სპეციალური სტუმრის სტატუსით დამეკრა. ვუპასუხე, რომ დიდი სიამოვნებით დავთანხმდებოდი, მაგრამ მუსიკალური ნიჭი არ მაქვს", - თქვა კრაუჩმა.

პიტერ კრაუჩი ცნობილი მელომანია. ის სხვადასხვა ანდერგრაუნდ ბენდების კონცერტებს ხშირად ესწრება. კრაუჩმა მიმდინარე წელს ლონდონში, კლუბ indigo at The O2-ში მუსიკალური ღონისძიება Crouchfest გამართა, რომელსაც 3,000-მდე ადამიანი დაესწრო. შოუში მონაწილეობა თავად ლიამმაც მიიღო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული