Thumbnail

2Pac-ისა და მისი დედის, აფენი შაკურის შესახებ სერიალს გადაიღებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ტელეკომპანია FX Networks ეპოქალური ჰიპ ჰოპ არტისტის, თუფაქ ამარუ შაკურისა და რეპერის დედის, აფენი შაკურის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ 5-ეპიზოდიან სერიალს Outlaw: The Saga Of Afeni And Tupac Shakur გადაიღებს. ნამუშევრის რეჟისორი ალენ ჰიუზი იქნება, რომელმაც 2017 წელს HBO-ს წარმატებულ პროექტზე The Defiant Ones იმუშავა.

► პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა საქორწილო წვეულებაზე 2Pac-ის ტრეკები ჩაართვევინეს 

► ამერიკაში დირექტორი, რომელიც 4300 თანამშრომელს 2Pac-ის ტექსტებს სწერდა, გაათავისუფლეს

► 2Pac-ის წერილი, რომელშიც მადონას დაშორების მიზეზს უხსნის, აუქციონზე გაიყიდება

2016 წელს გარდაცვლილი აფენი შაკური აფროამერიკელთა მემარცხენე-რადიკალური ორგანიზაციის, "შავი პანტერას" ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. თუფაქს მშობელთან თბილი ურთიერთობა ჰქონდა. 1995 წელს ლეგენდარულმა რეპერმა დედამისს ცნობილი კომპოზიცია Dear Mama მიუძღვნა.

თუფაქი ჰიპ ჰოპის ერთ-ერთ უდიდეს ფიგურად მიიჩნევა. ემინემის კვალდაკვალ, მუსიკოსი რიგით მეორე ყველაზე გაყიდვადი რეპერია. 1996 წლის 7 სექტემბერს არტისტი ლას ვეგასში, მანქანაში ჩაცხრილეს. 13 სექტემბერს ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. დანაშაული კი დღემდე გაუხსნელია. 2017 წელს შემსრულებელი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული