Thumbnail

ნახეთ: ბარბრა სტრეიზანდმა და არიანა გრანდემ No More Tears (Enough is Enough) შეასრულეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარულ ამერიკელ მომღერალს, ბარბრა სტრეიზანდს ჩიკაგოში გამართულ კონცერტზე პოპვარსკვლავი არიანა გრანდე შეუერთდა. გრემის მფლობელმა მუსიკოსებმა No More Tears (Enough is Enough) შეასრულეს, რომელიც სტრეიზანდმა დონა სამერთან ერთად 1979 წელს ჩაწერა.

► ნახეთ: ბარბრა სტრეიზანდმა და კრის კრისტოფერსონმა სიმღერა The Love Inside შეასრულეს

► ნახეთ: არიანა გრანდემ კომპოზიცია Boyfriend კონცერტზე პირველად შეასრულა

ბარბრა სტრეიზანდმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1961 წელს დაიწყო. ათი გრემის, ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 68 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. შემსრულებელმა განსაკუთრებული პოპულარობა მიუზიკლში Funny Girl შესრულებული როლით მოიპოვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული