Thumbnail

მაიამელი რეპერი, უილიამ ლეონარდ რობერტსი, სასცენო სახელით Rick Ross, განაგრძობს მომავალი ალბომის Port Of Miami 2 პრომოუშენს და მსმენელს ახალ სინგლს Turnpike Ike სთავაზობს. როსის ახალი სტუდიური ნამუშევარი გაყიდვაში 9 აგვისტოს ჩაეშვება.

► ნახეთ: Rick Ross და Swizz Beatz კლიპს Big Tyme ავრცელებენ 

► მოუსმინეთ: Rick Ross - Gold Roses Ft. Drake 

► Rick Ross-მა რჩეული რეპერები დაასახელა 

სამხრეთელმა მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იან წლებში დაიწყო. დღეისთვის მას 9 ალბომი და 5 კოლაბორაციული ნამუშევარი აქვს გამოშვებული. 2012 წელს ტელეკომპანია MTV-მ არტისტი წლის ყველაზე მოთხოვნად რეპერად დაასახელა. სოლო კარიერის გარდა, მან 2009 წელს ჰიპ ჰოპ გაერთიანება Maybach Music Group ჩამოაყალიბა, რომლის წევრებიც პოპულარული შემსრულებლები მიქ მილი და ვალეი იყვნენ. ლეონარდმა მისი ბოლო სტუდიური ჩანაწერი Rather You Than Me გაყიდვაში 2017 წელს ჩაუშვა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული