Thumbnail

ნახეთ: ბრენდი Supreme ჯგუფ The Smiths-ის შთაგონებით ტანსაცმლის კოლექციას გამოუშვებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ამერიკული ტანსაცმლის ბრენდი Supreme ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Smiths-ის შთაგონებით შექმნილ შემოდგომა-ზამთრის კოლექციას გამოუშვებს. კომპანიამ ინსტაგრამზე ფოტო გაავრცელა, რომელზეც ნაჩვენებ ჯინსის ქურთუკზე კოლექტივის მეორე სტუდიური ალბომის Meat Is Murder გარეკანია გამოსახული. ჩანაწერის სახელწოდების ადგილას კი წერია: supreme is love.

View this post on Instagram

New Fall/Winter 2019 collection coming soon.

A post shared by Supreme (@supremenewyork) on

ბენდის შთაგონებით შექმნილი კოლექცია სრულად ახლო მომავალში იქნება ხელმისაწვდომი.

The Smiths მანჩესტერში 1982 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფმა პოპულარობა სადებიუტო ალბომის The Smiths გამოცემისთანავე მოიპოვა, რომელმაც მაშინვე მიიპყრო მსმენელთა და კრიტიკოსთა ყურადღება. კოლექტივი ინდი როკის ერთ-ერთ პიონერადაც ითვლება. ბენდის 4 სტუდიური ჩანაწერი, გამოცემა Rolling Stone-მა 2003 წელს ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომს შორის შეიყვანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული