Thumbnail

მოუსმინეთ: Big Thief-ის ორი ახალი უსათაურო კომპოზიცია გავრცელდა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ინტერნეტსივრცეში ამერიკული ჯგუფის Big Thief ორი ახალი უსათაურო კომპოზიცია გავრცელდა. როგორც გაირკვა, კოლექტივის იმ მსმენელებმა, რომლებმაც მაისში გავრცელებული ბოლო ალბომი U.F.O.F. შეიძინეს, სტუდიური ნამუშევრის გამოცემიდან სამ თვეში, ფოსტით 7-ინჩიანი ვინილი მიიღეს. ფირფიტაზე ეს ორი უცნობი სიმღერაა ჩაწერილი.

► მოუსმინეთ: Big Thief - Cattails

► მოუსმინეთ: Big Thief - UFOF

Big Thief ბრუკლინში 2015 წელს ჩამოყალიბდა. სადებიუტო ალბომი Masterpiece ჯგუფმა ერთი წლის შემდეგ გამოსცა. ბენდის პოპულარული კომპოზიციებია Masterpiece და Shark Smile. მუსიკოსების შემოქმედება ინდი როკსა და ფოლკს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული