Thumbnail

ნახეთ: Ari Lennox ვიდეორგოლს BMO ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გაერთიანების Dreamville წევრმა, არი ლენოქსმა სადებიუტო ალბომის Shea Butter Baby ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპოზიციის BMO ვიდეორგოლი გაავრცელა. ჩანაწერში ცნობილი კომპოზიტორის, გელტ მაკდერმოტის ნამუშევრის Space სემპლია გამოყენებული.

► მოუსმინეთ: Ari Lennox-მა სადებიუტო ალბომი Shea Butter Baby გაავრცელა 

► ნახეთ: Ari Lennox და J. Cole კლიპს Shea Butter Baby ავრცელებენ 

► ნახეთ: Ari Lennox ვიდეორგოლს Up Late ავრცელებს 

არი ლენოქსმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო. ნეო სოულისა და არენბის შემსრულებელი ცნობილი რეპერის, ჯერმეინ ქოულის მიერ ჩამოყალიბებულ კოლექტივს Dreamville 2015 წელს შეუერთდა და გაერთიანების კომპილაციურ ალბომში Revenge Of The Dreamers II მიიღო მონაწილეობა. 2016 წელს მუსიკოსმა პირველი EP სახელწოდებით Pho გაავრცელა, 2019 წლის მაისში კი სადებიუტო ალბომი Shea Butter Baby.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული