Thumbnail
ფოტო: Black Sea Arena

ნახეთ: Jessie J-მ ბლექ სი არენაზე კონცერტი გამართა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

შეკვეთილში ინგლისელი პოპვარსკვლავის, Jessie J-ის კონცერტი გაიმართა. მუსიკოსი საქართველოს მსოფლიო ტურნეს The Lasty Tour ფარგლებში ეწვია. ღონისძიება პროექტ Check In Georgia-ს ფარგლებში ჩატარდა.

Jessie J Masterpiece

Jessie J - Masterpiece

😍🎶 ინგლისელმა პოპვარსკვლავმა, Jessie J-მ შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე გამართულ კონცერტზე კომპოზიცია Masterpiece შეასრულა. 👇 ნახე ვიდეო

Posted by popmusic on Wednesday, August 7, 2019

 

არტისტმა ბლექ სი არენაზე შეკრებილი მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე ისეთი ჰიტები შეასრულა, როგორებიცაა: Domino, Price Tag, Bang Bang, Flashlight და Masterpiece. ასევე, იმღერა 2018 წლის ალბომში R.O.S.E. შესული კომპოზიციები, მათ შორის Queen და Real Deal.

Jessie J - Real Deal

Jessie J - Real Deal

😍🎶 ინგლისელმა პოპვარსკვლავმა, Jessie J-მ შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე გამართულ კონცერტზე სიმღერა Real Deal შეასრულა. 👇 ნახე ვიდეო

Posted by popmusic on Wednesday, August 7, 2019

 

ჯესი ჯეიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2005 წელს დაიწყო. მუსიკოსი ფართო საზოგადოებამ სინგლით Do It like a Dude გაიცნო. კარიერის განმავლობაში მას 3 მილიონი ალბომი და 20 მილიონზე მეტი სინგლი აქვს გაყიდული. არტისტმა 2012 წელს დიდი ბრიტანეთის დედოფლისადმი მიძღვნილ კონცერტსა და ლონდონის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზეც იმღერა. მისმა კომპოზიციამ Bang Bang, რომელსაც არიანა გრანდესა და ნიკი მინაჟთან ერთად ასრულებს, იუთუბზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული