Thumbnail

ამერიკელმა მუსიკოსმა არიელ მარკუს როზენბერგმა, სასცენო სახელით Ariel Pink, აქამდე გამოუცემელი სინგლი Stray Here With You ვიდეორგოლთან ერთად გაავრცელა. მან ასევე 2002 წლის ალბომში Lover Boy შესული ტრეკის So Glad განახლებული ვერსია გამოაქვეყნა.

არიელ ფინქმა მუსიკალური კარიერა 1996 წელს დაიწყო. ორი წლის შემდეგ არტისტმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Underground გაავრცელა. ფინქს ამ დრომდე 11 ალბომი აქვს გამოცემული. მისი შემოქმედება ჰიპნოგოგიურ პოპს, ლოუ-ფაისა და ჩილვეივს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული