Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. "მწვანე ოთახის" კონცერტი ბათუმში

12 აგვისტო (ორშაბათი)

12 აგვისტოს ბათუმში კონცერტს ჯგუფი "მწვანე ოთახი" გამართავს. კლუბ UP2U-ში შეკრებილი მსმენელების წინაშე მუსიკოსები როგორც საკუთარი ჰიტებით, ასევე ახალი კომპოზიციებით წარდგებიან. 

4. 30 Seconds To Mars-ის კონცერტი შეკვეთილში

13 აგვისტო (სამშაბათი)

13 აგვისტოს შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე კონცერტს პოპულარული ამერიკული ჯგუფი 30 Seconds to Mars გამართავს. ჯარედ ლეტოს კოლექტივი საქართველოს ბოლო ალბომის America მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვევა.

3. Sector 26: Anja Schneider

14 აგვისტო (ოთხშაბათი)

14 აგვისტოს ბათუმში ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს Anja Schneider-ის მოსმენა შეეძლებათ. ბერლინში მოღვაწე დიჯეისა და პროდიუსერს კლუბი Sector 26 უმასპინძლებს. 

2. სტეფანეს კონცერტი ბათუმში 

16 აგვისტო (პარასკევი)

16 აგვისტოს ბათუმის კორტებზე სტეფანე მღებრიშვილის კონცერტი გაიმართება. მუსიკოსს აკომპანემენტს გაუწევს სიმებიანი და ჩასაბერი საკრავების ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. სპეციალური სტუმრების სტატუსით კი მსმენელთა წინაშე ჰიჰ ჰოპ არტისტი Dro, ერეკლე დეისაძე და მაია დარსმელიძე წარდგებიან. 

1. მუსიკალური ფესტივალი ROKVA რაჭაში

17 აგვისტო (შაბათი)

17 აგვისტოს რაჭაში მუსიკალური ფესტივალი ROKVA გაიმართება. კურორტ შოვში შეკრებილი მსმენელების წინაშე ჯგუფები MokuMoku, "არა", "დაგდაგანი", ასევე დიჯეები OTHR, Yanamaste და სხვა არტისტები წარდგებიან. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული