Thumbnail

BTS-ის ჯიმინმა Spotify-ზე რეკორდი დაამყარა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული კეიპოპ ბენდის, BTS-ის წევრი, ჯიმინი პირველი კორეელი არტისტი გახდა, რომლის სამმა სოლო სიმღერამ პლატფორმა Spotify-ზე 50-50 მილიონზე მეტი მოსმენა დააგროვა. მან მუსიკოს Psy-ს გადაუსწრო, რომლის ორმა კომპოზიციამაც გადააჭარბა ამ რიცხვს.

► მოუსმინეთ: BTS-ის წევრმა, ჯიმინმა სადებიუტო სიმღერა Promise გაავრცელა

► BTS მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბოიბენდია

ჯიმინის სამ სოლო ნამუშევარს: Serendipity, Lie და Serendipity (Full Length Edition) "სპოტიფაიზე" ჯამში 191 მილიონზე მეტი მოსმენა აქვს დაგროვებული. აღსანიშნავია, რომ მისმა საავტორო სიმღერამ Promise პლატფორმა Soundcloud-ზე რეკორდი მოხსნა. ჩანაწერი ატვირთვიდან 24 საათში რეკორდული რაოდენობით, 8,5 მილიონჯერ მოისმინეს.

► BTS-ის წევრმა ჯიმინმა SoundCloud-ზე Drake-ის რეკორდი მოხსნა

არტისტმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო. ის ცნობილი და წარმატებული ჯგუფ BTS-ში მოღვაწეობით გახდა. აღსანიშნავია, რომ სოლო კომპოზიციებს კოლექტივის სხვა წევრები, არემი და ჯეი-ჰოუპიც ავრცელებენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული