Thumbnail

ნახეთ: ტრევის სკოტმა კაილი ჯენერს ვარდის ფურცლებით სავსე სახლი დაახვედრა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ტექსასელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ტრევის სკოტმა შეყვარებულს, ტელევარსკვლავ კაილი ჯენერს, დაბადების დღესთან დაკავშირებით სიურპრიზი გაუკეთა და წითელი ვარდის ფურცლებით სავსე ოთახი დაახვედრა. კაილი 10 აგვისტოს 22 წლის ხდება.

 ნახეთ: Travis Scott ვიდეორგოლს Wake Up ავრცელებს

► ტრევის სკოტი და კაილი ჯენერი შშმ პირების ადგილზე მანქანის გაჩერების გამო გააკრიტიკეს

► ნახეთ: ტრევის სკოტი და Nike სპორტულ ფეხსაცმელს გამოუშვებენ

"გილოცავ დაბადების დღეს! ყველაფერი ახლა იწყება. მიყვარხარ", - ნათქვამია წერილში, რომელიც ტრევისმა კაილის დაუტოვა.

"ჯერ ჩემი დაბადების დღე არ მოსულა და სახლი უკვე სავსეა ვარდებით. არ მჯერა", - წერს კაილი ინსტაგრამზე.

ტრევის სკოტმა და კაილი ჯენერმა რომანტიკული ურთიერთობა 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყეს. წყვილს 2018 წლის თებერვალში გოგონა, Stormi შეეძინათ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული