Thumbnail

ნახეთ: Young Jeezy ვიდეორგოლს 1 Time აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპის ქვეჟანრის, თრეფის ერთ-ერთი პიონერი, ჯეი ჯენკინსი, ფსევდონიმით Young Jeezy, მსმენელს კომპოზიციაზე "1 Time" გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ტრეკის ინსტრუმენტალში ჯიზის ლეგენდარული კოლეგის, ჯეი ზის ცნობილი ნამუშევრის Stick 2 The Script სემპლია გამოყენებული. ჩანაწერი ვეტერანი სამხრეთელი მუსიკოსის მომავალი ალბომის Thug Motivation 104: Trust The Process პირველი სინგლია. ჯენკინსის თქმით, სტუდიური ნამუშევარი მის შემოქმედებაში უკანასკნელი იქნება.

► მოუსმინეთ: Young Jeezy - Gone Ft. Master P 

იანგ ჯიზი კრიმინალური წარსულის მქონე ატლანტელი რეპერია, რომელმაც მუსიკალური კარიერა 1997 წელს დაიწყო. ის ერთ-ერთი იმ არტისტთაგანია, რომელმაც ჰიპ ჰოპის მიმდინარეობა, თრეფი ჟანრის მეინსტრიმში დააბრუნა. ჯეი ჯენკინსი ფართო საზოგადოებამ 2005 წლის სადებიუტო ალბომით Let's Get It: Thug Motivation 101 გაიცნო. ნამუშევარი 2000-იანი წლების სამხრეთული რეპ მუსიკის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. დღეს მისი კარიერა 10 ალბომს, ოცზე მეტ სტუდიურ ჩანაწერსა და არაერთ კომერციულად წარმატებულ სინგლს აერთიანებს.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული